ვენეციის კომისიის მდივანი: ოპოზიციაც უნდა შეეცადოს იყოს კონსტრუქციული
„ვფიქრობთ, რომ ყველა, არა მხოლოდ უმრავლესობა, არამედ ოპოზიციაც, უნდა შეეცადოს იყოს კონსტრუქციული და შეიტანოს საკუთარი წვლილი კომპრომისის მიღწევაში“,- ამის შესახებ ვენეციის კომისიის მდივანმა, თომას მარკერტმა სტრასბურგში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის წევრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ კომიტეტის წევრებს საკონსტიტუციო რეფორმა გააცნო.
ვენეციის კომისიის მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ ძალისხმევა კონსესუსის მისაღწევად – წარმატებული იქნება.
„ვიცით, რომ ახლა დამატებითი ძალისხმევა იწევა კონსესუსის მისაღწევად საპარლამენტო არჩევნების სისტემასთან დაკავშირებით და იმედი გვაქვს, რომ ეს ძალისხმევა იქნება წარმატებული“,- განაცხადა თომას მარკერტმა.
„ვიცით, რომ ახლა დამატებითი ძალისხმევა იწევა კონსესუსის მისაღწევად საპარლამენტო არჩევნების სისტემასთან დაკავშირებით და იმედი გვაქვს, რომ ეს ძალისხმევა იქნება წარმატებული“,- განაცხადა თომას მარკერტმა.
„მომავალ კვირას გაიმართება შეხვედრა სტრასბურგში ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან, რომელსაც ჩვენ დავესწრებით. ქართული პარტიების ამოცანა, მათ შორის ეძიონ გადაწყვეტა კონსესუსისთვის“, – განაცხადა ვენეციის კომისიის მდივანმა.