გიგი წერეთელი: მაჟორიტარების რაოდენობის შემცირება კონსტიტუციაზე ჩვენს შეხედულებას არ შეცვლის
საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის, „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი წერეთლის განცხადებით, მაჟორიტარების რაოდენობის შემცირება კონსტიტუციაზე მათ შეხედულებას არ შეცვლის.
უმცირესობის დეპუტატმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციასა და საერთაშორისო თანამეგობრობას შორის კონსულტაციები უნდა დაიწყოს.
„მე ვთქვი, რომ იმ შემთხვევაში თუ მმართველი გუნდი კონსულტაციებს დაიწყებს, ხელახლა დაუბრუნდება მეორე მოსმენას და გაითვალისწინებს ოპოზიციის შეხედულებებს, ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობის შეხედულებებს და არ იქნება ეს ყველაფერი ძალის დემონსტრირების პოზიციიდან, შესაძლებელია საუბარი სხვადასხვა საკითხებზე. ჯერჯერობით, ამის ნიშანს ვერ ვხედავთ“, – განაცხადა წერეთელმა.