ნუკრი ქანთარია: გიორგი მარგველაშვილი დარჩება ვეტოების პრეზიდენტად
“მარგველაშვილმა იცის, რომ ვეტოს დავძლევთ, მაგრამ რაც შეუძლია, იმას იყენებს”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
ქანთარიას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ნებისმიერი ვეტო პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება. მარგველაშვილის ქმედებას ის ახირებას უწოდებს.
„ამ კონსტიტუციის თაროზე შემოდება ნამდვილად არ ღირს. მარგველაშვილი დარჩება ვეტოების პრეზიდენტად. მან იცის, რომ ნებისმიერი ვეტოს დაძლევას შევძლებთ, მაგრამ ეს არის უბრალოდ, მარგველაშვილის ახირებები, რომ აი, რაც შემიძლია, იმას ვიყენებო“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.