ნუკრი ქანთარია: არაფერი მიუღებელი იმ დოკუმენტში არაა, რაც სკოლაში უნდა შეიტანონ

“ერთი ფრაზაც კი არ მეგულება იმ დოკუმენტში ისეთი, რაც არის ანტიეროვნული”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
ნუკრი ქანთარია გაუგებარს უწოდებს იმ აჟიოტაჟს, რაც სკოლაში შესატანი სახელმძღვანელოს მიმართ წამოიწყო. დეპუტატის ინფორმაციით, დოკუმენტში ანტიეროვნული არაფერია. პარლამენტის წევრი აცხადებს, რომ მას დოკუმენტის სტანდარტი ნანახი აქვს.
„არ ვიცი, რაში სჭირდება ვიღაცას პერიოდულად ამ თემის წამოწევა. მე ვნახე იმ დოკუმენტის სტანდარტი, რაზეც არის აჟიოტაჟი ატეხილი, არანაირი მიუღებელი იმ დოკუმენტში არაა, რაც სკოლაში უნდა შეიტანონ. იქ არ არის არცერთი ანტიეროვნული დეტალი. სახელმძღვანელო ამ ეტაპზე, როგორც ვიცი, ჩამოყალიბების პროცესშია“, – განაცხადა ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები