პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, შესაძლოა, რეფერენდუმი ჩატარდეს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საინიციატივო ჯგუფმა პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით მიმართა.
თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ირჩეოდეს საყოველთაო, პირდაპირი არჩევნებით? – ეს არის ფორმულირება რეფერენდუმის კითხვისა, რომელიც უკვე დარეგისტრირდა ცესკოში.
როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა, საინიციატივო ჯგუფმა არა უმეტეს სამი თვის ვადაში უნდა წარადგინოს საჭირო რაოდენობის ხელმოწერები, რის შემდეგაც, საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს.
“ხელმოწერების შესაგროვებლად, საინიციატივო ჯგუფს აქვს არა უმეტეს სამი თვისა. ამის შემდეგ, ისინი მასალებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგენენ და საარჩევნო კომისიის სპეციალური სტრუქტურული ერთეული, კანონმდებლობის თანახმად, ამოწმებს შემოსულ მასალებს. თუ შემოსული მასალები არის კანონმდებლობასთან სრულ თანხვედრაში, აღნიშნული მასალები, ცესკოს დასკვნა და ასევე, საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ, გაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტს აქვს არა უმეტეს 30 დღისა გადაწყვეტილების მისაღებად”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები