ნუკრი ქანთარია: თვითმმართველობის საკითხთან დაკავშირებით, მეტი კონსულტაცია იყო საჭირო
“თვითმმართველობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს, მოქალაქეებთან მეტი კონტაქტი უნდა ყოფილიყო”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
ქანთარია თვლის, რომ თვითმმართველობის საკითხთან დაკავშირებით, ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო მიღებული.
„მოქალაქეებს, ვფიქრობ, რომ ღელვის საფუძველი არ უნდა ჰქონდეს, რადგან მოხდა არა გაუქმება, არამედ გაერთიანება რაღაც ეტაპზე, თუმცა მაინც მიმაჩნია, რომ თვითმმართველ ქალაქებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ნაჩქარევად იქნა მიღებული და ცოტა მეტი კონსულტაცია უნდა გაგვევლო საზოგადოებასთან, მაგრამ ვნახოთ, რა შედეგს მოგვიტანს ეს“, – განაცხადა ქანთარიამ.