ნუკრი ქანთარია: კონსტიტუციის შექმნის დროს, პირველი განხეთქილების მარცვალი პრეზიდენტმა ჩააგდო
“კონსტიტუციის ჩამოყალიბების პროცესი პრეზიდენტის მოქმედებებმა დააზარალა”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
ქანთარია თვლის, რომ საბოლოოდ, კონსტიტუციამ სრულყოფილი სახე მიიღო, თუმცა დეპუტატი იმ შეცდომებზე ამახვილებს ყურადღებას, რასაც მისივე განმარტებით, კონსტიტუციის ჩამოყალიბების პროცესში ჰქონდა ადგილი.
„კონსტიტუცია, ფაქტობრივად, დადგა საფრთხის ქვეშ. მისი შექმნის პროცესში, განხეთქილების პირველი მარცვალი პრეზიდენტმა ჩააგდო – მან უარი განაცხადა ჩართულობაზე და შემდეგ შექმნა ალტერნატიული გაუგებარი კამპანია“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ქანთარია თვლის, რომ კონსტიტუციის უკან დაბრუნება, რასაც პრეზიდენტი ითხოვს, დაუშვებელია.
„ის, რასაც პრეზიდენტი ითხოვს – კონსტიტუციის უკან დაბრუნებას – არის შეცდომა და ჟეჟვა საკიხთის, კონსტიტუციაში შესულია ბევრი ისეთი საკითხი,რაც წლების მანძილზე, მოსახლეობის ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული. აქ საუბარია ეროვნულ ფასეულობებზე, ქართულ მიწაზე, ოჯახზე და იმ ღირებულებებზე, რაც საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი იყო და არის. არავითარი უკან დაბრუნების მიზეზები ამ ეტაპზე, არ არის“,-განაცხადა ქანთარიამ.