გიორგი მარგველაშვილი: არ დავაკონკრეტებ, დავადებ თუ არა ვეტოს საკონსტიტუციო პროექტს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ აკონკრეტებს, დაადებს თუ არა ვეტოს საკონსტიტუციო პროექტს.
როგორც მარგველაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, საკითხი კონსტიტუციას ეხება და აქედან გამომდინარე ვეტოს თაობაზე პოზიციას არ დააფიქსირებს.
„კანონპროექტის მიმართ ჩემი დამოკიდებულება გამოვხატე. კანონპროექტი ხალხის შეკვეთით უნდა იყოს, უნდა იყოს პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ჯგუფების შეთანხმების საგანი, უნდა შეთანხმდეს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. კანონპროექტი უნდა იყოს მომავალი თანხმობის და სტაბილურობის განმაპირობებელი. ვეტოს თაობაზე ახლა არ დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას, მით უმეტეს, რომ პროცესი გრძელდება და მით უმეტეს, რომ საუბარია კონსტიტუციაზე“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები