გიორგი მარგველაშვილი: არ უნდა გავატაროთ არც ერთი მეტრი მავთულხართი

ჩვენ არასდროს შევეგუებით იმ ისტორიულ უსამართლობას რაც ჩვენს მიწა-წყალზე ხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ”რუსთავი 2”-ის გადაცემაში ”არჩევანი” განაცხადა.
”რუსეთის ფედერაცია, 21-ე საუკუნეში, ცდილობს, იყოს გლობალური მოთამაშე და ამავე დროს საქართველოში მოქმედებს შუასაუკუნეობრივი ლოგიკით  –  გამაჩნია იარაღი, გამაჩნია ძალაუფლება, მაქვს შენს ტერიტორიაზე განთავსებული სამხედრო შენაერთები, შეგიქმნი სირთულეს ყოველდღიურად. ეს არის შუასაუკუნებრივი ლოგიკა, რომლზეც დიდი ხანია კაცობრიობამ უარი თქვა. ისინი გვეუბნებინ ჩვენთვის ძალიან მტკივნეულ რამეს – მიიღეთ ეს რეალობაო. ეს არის გამიზნული პოლიტიკა, რომ შეარყიონ ჩვენი მდგრადობა და ერთიანობა”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ ვითარებაში არავინ არ უნდა მოდუნდეს, არც პრეზიდენტი, არც საგარეო უწყება, არც ოპოზიცია და არც რიგითი მოქალაქე. ”არ უნდა გავატაროთ არც ერთი მეტრი მავთულხართის, არც ერთი კვადრატული მეტრი, რომლის დაპყრობასაც ახორციელებს ოკუპანტი ძალა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები