სანქტ-პეტერბურგი-თბილისის რეისის თვითმფრინავში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა

სანქტ-პეტერბურგი-თბილისის რეისზე, თვითმფრინავში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას “საზოგადოებრი მაუწყებელი” ავრცელებს.
მაუწყებელთან “ჯორჯიან ეარვეისის” გენერალური დირექტორი გივი დავითაშვილიაცხადებს, რომ სამართალდამცავებმა უკვე შეამოწმეს თვითმფრინავის სალონი და მგზავრების ბარგი. ​ამ დროისათვის, მიმდინარეობს მგზავრების სკანირება.
გივი დავითაშვილის განცხადებით, მგზავრების სკანირების დასრულების შემდეგ, თვითმფრინავი თბილისში გამოფრინდება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავიაკომპანია Georgian Airways-ის თვითმფრინავის ბორტზე ასაფეთქებელ ნივთერებას ეძებდნენ. თვითმფრინავი პულკოვოს საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალში საგანგებოდ დაეშვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები