მიხეილ ჯანელიძე უნგრეთის ელჩის გამოსამშვიდობებელ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა  მიხეილ ჯანელიძემ   საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, შანდორ საბოს მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელზეც მინისტრმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. მან მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოში მოღვაწეობისა და ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის.
ღონისძიებაზე მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებს და ბოლო პერიოდში სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მზარდ დინამიკას, ინტენსიური ხასიათის  მაღალი დონის ვიზიტებს და ხალხთა შორის კონტაქტების გაძლიერებას, რასაც ხელი შეუწყო ქუთაისიდან ბუდაპეშტის მიმართულებით უნგრული Wizz Air-ის დაბალბიუჯეტიანი ავიახაზების მეშვეობით პირდაპირი რეისების დანიშვნამ.
ღონისძიებაზე მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას და მადლობა გადაუხადა უნგრულ მხარეს იმ ახალი შესაძლებლობებისთვის, რასაც ქართველი სტუდენტებისთვის უნგრეთის მთავრობის გაცვლითი პროგრამები და სტიპენდიები იძლევა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა უნგრეთის აქტიურ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი და ასევე მადლობა გადაუხადა უნგრულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები