ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო რეფორმა არის წარმატებული, რომელიც შემოდგომაზე ბოლომდე წარმატებით იქნება მიყვანილი

„საკონსტიტუციო რეფორმა წარმატებული რეფორმაა, რომელიც შემოდგომაზე ბოლომდე წარმატებით იქნება მიყვანილი“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან, ვოიცეხ სავიცკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ირაკლი კობახიძე სტრასბურგში იმყოფება, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე საკონსტიტუციო რეფორმა დეტალურად იქნება განხილული.
„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პასუხები იმ კითხვებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს ძალიან წარმატებულ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით. ამ ყველაფერზე გვექნება დეტალური საუბარი ჩვენს ევროპელ მეგობრებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, წარმატებული რეფორმის შეჩერება არასწორი იქნება.
„ბუნებრივია, წარმატებული რეფორმის შეჩერება იქნება არასწორი. ეს არის არის წარმატებული რეფორმა, რომელიც ხორციელდება წარმატებით და რომელიც შემოდგომაზე ბოლომდე წარმატებით იქნება მიყვანილი“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები