„არასამთავრობო ორგანიზაციებმა თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით, კონტრარგუმენტები ვერ წარმოადგინეს“

“ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებს ვთხოვეთ, წარმოედგინათ არგუმენტები, კონტრარგუმენტები თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით და მათ ვერ მოახერხეს ასეთი კონტრარგუმენტების წარმოდგენა”, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაციების პრეზიდენტისადმი მიმართვას, რომ მან თვითმმართველობის კოდექსში შესულ ცვლილებებს ვეტო დაადოს.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თითოეული ოლქი კანონმდებლობის შესაბამისად შეიქმნება.

„ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებს ვთხოვეთ, წარმოედგინათ არგუმენტები, კონტრარგუმენტები თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით და მათ ვერ მოახერხეს ასეთი კონტრარგუმენტების წარმოდგენა. აქედან გამომდინარე, ეს პოზიცია ჩვენთვის არის, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი. შესაბამისად, ჩვენთვის, ბუნებრივია, მოსაწონი ვერ იქნება ასეთი მიმართვა პრეზიდენტის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები