თბილისის მიკროავტობუსი“: მიკროავტობუსების 80%-ს ავტომობილებში კონდიციონერი ჩართული აქვს

“დღევანდელი დღის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, დედაქალაქში მოძრავი მიკროავტობუსების 80% -ს ავტომობილებში კონდიციონერი ჩართული აქვს”, – ამის შესახებ „თბილისის მიკროავტობუსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებშია ნათქვამი.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, იმ მძღოლებს, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებაში გაგრილების სისტემას არ რთავენ, კომპანიის მენეჯმენტის სანქციები შეეხებათ, ხოლო ის მძღოლები, რომლებზეც მონიტორინგის სამსახურში პრეტენზიები არ შემოვა, წახალისდებიან და წლის ყველაზე ცხელ დღეს, გამართულად მუშაობის გამო, გათავისუფლდებიან ყოველდღიური გეგმური გადასახადისგან.
კომპანია მოსახლეობას მოუწოდებს, პრობლემური საკითხის შემთხვევაში, ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ. „უმორჩილესად ვთხოვთ მგზავრებს, ნებისმიერი პრობლემური საკითხის შემთხვევაში, დაგვიკავშირდნენ ცხელ ხაზზე – 032 2 200 340 ან სოციალური ქსელით “თბილისის მიკროავტობუსი”, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები