სემეკი ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს დამკვირვებელი გახდა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) უმსხვილესი ენერგეტიკული ორგანიზაციის – ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) დამკვირვებელი გახდა.
„აღნიშნული სტატუსის მოპოვება სემეკს ევროპის ენერგეტიკული კანონმდებლობის იმპლემენტაციაში, ინტეგრირებული ბაზრების განვითარებასა და საქმიანობის ევროსტანდარტებთან დაახლოებაში დაეხმარება.
CEER ევროპის მარეგულირებელთა პლატფორმას წარმოადგენს , რომელიც ევროპის 34 ენერგეტიკის დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანიზაციას აერთიანებს.
CEER-ის წევრი ქვეყნები არიან ავსტრიის, ბელგიის, ბულგარეთის, ხორვატიის, კვიპროსის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, უნგრეთის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიტვის, ლუქსემბურგის, მალტის, ჰოლანდიის, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, სლოვაკეთის, ესპანეთის, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელი კომისიები. ხოლო, საქართველოსთან ერთად დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობენ ბოსნია-ჰერცოგოვინას, მაკედონიის, კოსოვოს, მოლდოვას, მონტენეგროსა და შვეიცარიის ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიები“, -აცხადებენ სემეკში.