ხათუნა ახალაია: სამრეწველო ზონა ქალაქის ცენტრში ჯანმრთელობისთვის საზიანოა

“ქალაქის დაბინძურების ერთ-ერთი წყარო სამრეწველო ზონების არსებობაა”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკოლოგმა ხათუნა ახალაიამ განაცხადა.
ეკოლოგი თვლის, რომ ყველაზე მეტად გარემო დაბინძურებულია „ელიავას“ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე. მისივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე არის ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული გუბეები. გარემოს დაბინძურების აღსაკვეთად, ეკოლოგის მოსაზრებით, საჭიროა, მსგავსი სახის ზონები ქალაქიდან მოშორებით იყოს განთავსებული.
„ელიავას ბაზრობას აქვს ორი დაინტერესებული მხარე: ერთი, ადამიანები, რომლებიც იქ მუშაობენ და ეშინიათ, არ დაკარგონ სამუშაო ადგილი და მეორე კატეგორია, ვინც იქ ცხოვრობს და იძულებულნი არიან, აიტანონ დაბინძურებული გარემო. არცერთი კომპანია არ იტყვის იმას, რომ დიახ, მე დავაბინძურებ გარემოსო. თუ სწორად იქნება შეფასებული გარემოს დაცვის კუთხით „ელიავას“ ტერიტორია და დაიდება ციფრები იქ არსებული მავნებლობის შესახებ, თითოეულ იურიდიულ პირს უნდა დაუდგინდეს, თუ რა ზარალის მომტანია მისი საქმიანობა. მსგავსი ზონები არ უნდა იყოს ქალაქის ცენტრალურ ადგილებში“, -განაცხადა ხათუნა ახალაიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები