დავით ზურაბიშვილი: თავისუფლად შეიძლება, ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი შემთხვევითობა ყოფილიყო

“ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, წინასწარ დასკვნების გაკეთება რთულია” , -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოს „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, დავით ზურაბიშვილმა განაცხადა.
ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ დედაქალაქში სარეკრეაციო ზონებს ყურადღება უნდა მიექცეს.
„მერიის და ქალაქის მთავრობისგან უნდა გამოიკვეთოს პოლიტიკური ნება, ბაზრობაზე მომუშავე ადამიანებთან ერთად და ყურადღება უნდა მიექცეს სარეკრეაციო მდგომარეობას. ის, რაც ელიავაზე მოხდა, თავისუფლად შესაძლებელია, რომ შემთხვევითობა ყოფილიყო, ამიტომ წინასწარი განცხადებების გაკეთება, რომ ვინმე დაინტერესებულმა პირმა გააჩინა ხანძარი, არასწორად მიმაჩნია. გენგეგმა უნდა იყოს იმის საფუძველი, თუ როგორ წარიმართოს შემდეგ ქალაქის მშენებლობა, უნდა იყოს განსაზღვრული სად უნდა იყოს სარეკრეაციო ზონა. მე ვთვლი, რომ ბაზრობის ადგილას უნდა იყოს სარეკრეაციო ზონა. ჩვენ ეს ქალაქი 4 წლისთვის არ გვჭირდება. შესაძლებელია, რომ იქ მომუშავე ხალხს სხვა, უკეთესი პირობები შესთავაზონ“, -განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები