პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკელებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ ირაკლი კობახიძე ამერიკელ ხალხს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც კობახიძის მილოცვაშია აღნიშნული, ამ დღეს მსოფლიო დემოკრატიისა და თავისუფლების მთავარი საყრდენი დაიბადა. “ჩვენს ერთგულ მეგობარს და მოკავშირეს გულითადად ვულოცავ მთავარ ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის დღეს! ამ დღეს დაიბადა მსოფლიო დემოკრატიისა და თავისუფლების მთავარი საყრდენი, რომელიც თავისი მოკავშირეებისთვის და პარტნიორებისთვის გახდა, ასევე, უმნიშვნელოვანესი საფუძველი დემოკრატიული ღირებულებების განვითარების, თავისუფლებისა და მშვიდობისკენ სწრაფვის გზაზე.
უკვე 25 წელია, ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულად გვერდში უდგას საქართველოს. ფასდაუდებელია მისი წვლილი და ამაგი ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
ვისარგებლებ შემთხვევით და ჩვენს ამერიკელ მეგობრებს კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, მისი დასავლური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის. ამ მხარდაჭერას ქართველი ერი დიდად აფასებს. განსაკუთრებით.
მინდა მივულოცო ეს დღე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიურ წარმომადგენლობას, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბატონ იან კელის და კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის.
გილოცავთ, ჩვენო ამერიკელო მეგობრებო! დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს მსოფლიო კეთილდღეობას, მშვიდობასა და სტაბილურობას”, – ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები