სოფო ჯაფარიძემ პრემიერ-მინისტრის თანაშემწის თანამდებობა დატოვა

სოფო ჯაფარიძემ პრემიერ-მინისტრის თანაშემწის თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ სოფო ჯაფარიძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს და გადაწყვეტილების მიზეზს განმარტავს:
“მინდა გაცნობოთ, რომ გადავწყვიტე დავტოვო დაკავებული თანამდებობა. ერთადერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ წინ დიდი გამოწვევა მელოდება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატის ამპლუაში გასაუბრების სახით და ვფიქრობ მჭირდება მაქსიმალური კონცენტრაცია ამ მიმართულებით. იმედი მაქვს გაგებით მოეკიდებით ჩემს გადაწყვეტილებას და წარმატებას მისურვებთ ამ უაღრესად მნიშვნელოვან ეტაპზე ჩემს ცხოვრებაში.
ჩემთვის დიდი პატივი იყო მემუშავა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში და ჩემი მცირედი წვლილი შემეტანა ამ მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაში. დიდი მადლობა მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის”, – წერს ჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები