დავით სერგეენკო დარწმუნებულია, რომ გამოძიება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს დაადგენს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას, განაცხადა, რომ გამოძიება არის ერთადერთი გზა იმის დასადგენად, თუ რამდენად იყო დაცული სახანძრო უსაფრთხოების რეგულაციები ე.წ. ელიავას ბაზრობაზე.
ჟურნალისტის კითხვის, საპასუხოდ,  რამდენად არის დაცული სახანძრო უსაფრთხოების ნორმები ქვეყანაში, მინისტრმა აღნიშნა, რომ სახანძრო უსაფრთხოების რეგულაციები ქვეყანაში არსებობს და ძალიან კონკრეტულად არის გაწერილი.
“ამ შემთხვევაში, რამდენად იყო ეს რეგულაციები დაცული, ამის დადგენის ერთადერთი გზა არის გამოძიება და მჯერა, რომ ეს გამოძიება უტყუარად დაადგენს ამ ყველაფერს”, – განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები