გენდერული საბჭოს წევრმა ქალმა დეპუტატებმა საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გენდერული საბჭოს წევრმა ქალმა დეპუტატებმა საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც მიზნად ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდასა და ადგილობრივი განვითარების პოლიტიკის შექმნას ისახავდა. საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმი, რომლის ფარგლებშიც, საკრებულოს წევრი ქალები რეგიონებიდან თბილისში მე-4 ყოველწლიური ეროვნული კონფერენციის ჩასატარებლად შეიკრიბნენ, 2013 წელს საქართველოს მუნიციპალური მომსახურების უზრუნველყოფის ასოციაციის (MSPA), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გენდერული თანასწორობისათვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში დაარსდა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, კონფერენციის მსვლელობისას, საკრებულოს წევრი ქალები საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათივე ცნობით, დეპუტატებმა სოლიდარობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რომელშიც ხაზი თანასწორობის მნიშვნელობას გაუსვეს და ამასთან, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, სიძულვილის ენის გამოყენების, გენდერული ნიშნით ჩაგვრისა და უთანასწორობის წინააღმდეგ გამოვიდნენ.
კონფერენციის მონაწილეებმა გასული წლის მანძილზე ჩატარებული სამუშაოს ანგარიში განიხილეს და საქართველოში მოქმედ გენდერულ პოლიტიკასა და ადგილობრივ მმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებზე იმსჯელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები