ფიქრია ჩიხრაძე: კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებული პროცესი უნდა გაჩერდეს

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, პოლიტიკურ “ვენეციის კომისიის” პრეზიდენტის შეფასების შემდეგ, არსებული კონსტიტუციის პროექტი უნდა გადაიხედოს და მხარეებმა შეთანხმებას უნდა მიაღწიონ.
„ის რეალობა, რომელიც შეიქმნა კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით “ვენეციის კომისიის” პრეზიდენტის განცხადებების შემდგომ, აჩენს ყველასთვის მოლოდინს იმისას, რომ ეს პროცესი უნდა გაჩერდეს, რომელმა პროცესმაც აქამდე მოიყვანა ეს ცვლილებები და ბუნებრივია, ხელისუფლებამ ამჯერად მაინც უნდა გადადგას ნაბიჯები იმისთვის, რომ ამ ვითარებაში, ახალი შესაძლებლობები გავაჩინოთ დიალოგისთვის“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
ცნობისთვის, საარჩევნო სისტემასა და თვითმმართველობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლებს ხვდებიან და მათთან პრობლემურ საკითხებზე კონსულტაციებს მართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები