„ელენე ხოშტარია კაბაში გადაცმული გიგა ბოკერიაა!“

„ელენე ხოშტარია კაბაში გადაცმული გიგა ბოკერიაა!“ – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში ყოფილ დეპუტატთან, ხათუნა ხოფერიასთან ინტერვიუს აქვეყნებს.
ხათუნა ხოფერია გამოცემასთან წარსულს იხსენებს და რიტორიკულ კითხვას სვამს: „სად იყო ელენე ხოშტარია 2007-2008 წლებში?“
„რა 2007 – 2008 წლებში ელენე ხოშტარია პატარა გოგო იყო და არ იცოდა, “ნაციონალები” რას სჩადიოდნენ? სწორედ ასეთ ადამიანებზე იდგა “ნაციონალური მოძრაობა” ! ზაალ უდუმაშვილთან ერთად, ისიც “აპრავებდა” რეჟიმს. მათი ხელით ახორციელებდა სააკაშვილი იდეოლოგიურ შეტევას! სად იყო ეს ქალბატონი, როდესაც ვანო მერაბიშვილი ორ „ტრუპს“ გაიძახოდა და სანდრო გირგვლიანს ტყეში აწამებდნენ? რატომ დუმდა, როდესაც იღლიაში ტყვიამოხვედრილ ბავშვზე – ბუტა რობაქიძეზე ამბობდნენ, წინააღმდეგობა გაგვიწიაო? ელენე ხოშტარია კაბაში გადაცმული გიგა ბოკერიაა! რა მნიშვნელობა აქვს, ბოკერია დღეს ხოშტარიას დაირქმევს თუ თამარ ჩერგოლეიშვილს. ყველანი კოლექტიური სააკაშვილი არიან და ვერასოდეს იქნებიან თბილისელთა რჩეულნი!“ – აცხადებს ხათუნა ხოფერია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები