“როცა ადამიანს აქვს ტრაგედია, მას უჭირს და შენ შენი პოლიტიკური ინტერესებით, ამ პროცესში ერთვები და თამაშობ, სრულიად მიუღებელია”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია “ელიავას ბაზრობაზე” გუშინ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აფასებს და ოპონენტების განცხადებებს უზნეობას უწოდებს.
„მე მესმის კანდიდატების მძაფრი სურვილი, რომ ყველა ასეთი სიტუაცია სათავისოდ გამოიყენონ, მერწმუნეთ, ეს ყოველთვის საზიანოდ მოქმედებს, რადგან როცა ადამიანს აქვს ტრაგედია, მას უჭირს და შენ შენი პოლიტიკური ინტერესებით, ამ პროცესში ერთვები და თამაშობ, ეს არის სრულიად მიუღებელი“, – განაცხადა ბესელიამ.
მისივე განმარტებით, ხელისუფლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დაზარალებული ადამიანების დახმარება და ობიექტური გამოძიების სწრაფად ჩატარება.
„პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის – ხელისუფლებისთვის ეს არის დაშავებული და დაზარალებული ადამიანების შველა, მეორე, ეს არის გამოძიება, რომელმაც უნდა გასცეს ყველა კითხვას პასუხი. ექსპერტიზების დასრულებისა და ექსპერტიზებს მრავლობითში ვამბობ იმიტომ, რომ შეიძლება არაერთი ექსპერტიზის ჩატარება იყოს საჭირო, შეუძლებელია წინასწარი ვერდიქტების გამოტანა.
ჩვენთვის ახლა მთავარია, ვუშველოთ იმ ადამიანებს, მოიძებნოს სამართლებრივი სწორი მექანიზმი და არ გვყავდეს არც ერთი დაზარალებული ადამიანი, ამიტომ საჭიროა სწორედ მათი დახმარება და მეორე – ობიექტური გამოძიების სწრაფად ჩატარება, რომ რეალობა დავადგინოთ რაც მოხდა“ , – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები