გერმანიიდან საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეების დეპორტაცია იგეგმება

იზრდება იმ პირთა რაოდენობა, რომელთა დეპორტაცია გერმანიიდან მოხდა. ამის შესახებ გამოცემა verelq.am.ru იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, დიუსელდორფის აეროპორტიდან აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს მოქალაქეთა დეპორტაცია მოხდება.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დეპორტირებულთა რაოდენობის გაზრდა იმით არის გამოწვეული, რომ თავშესაფრის მისაღებად მიგრანტების მიმართ მოთხოვნები მკაცრდება და ბოლო წლებში მიგრანტების რაოდენობა მატულობს. ამ ადამიანების დეპორტირების გადაწყვეტილებას ადგილობრივი ხელისუფლება იღებს.
აქამდე დიუსელდორფის აეროპორტიდან, ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მოქალაქეთა დეპორტირება ხდებოდა, თუმცა მიმდინარე წელს სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის მოქალაქეთა გამოძევებაც დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები