ზაქარია ქუცნაშვილი: საქართველოს ისტორიაში პირველად, 2019 წელს მართლმადიდებელ პარლამენტართა ასამბლეა ჩატარდება

“რომში გადაწყდა, რომ 2019 წელს საქართველოში გაიმართება მართლმადიდებელ პარლამენტართა გენერალური ასამბლეა”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განცხადა.
ქუცნაშვილმა ყურადღება გაამახვილა ასამბლეის ჩატარების მნიშვნელობაზე, რომის გადაწყვეტილებას რომში იქნა მიღებული.
„საქართველოში, ამ გადაწყვეტილებით, გაიზრდება ტურისტების რაოდენობა, გარდა ამისა, ეს გახლავთ ახალი პლატფორმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში,რადგან მართლმადიდებელ პარლამენტართა ასამბლეა აღიარებს ეკლესიურ საზღვრებსაც. ვფიქრობ,რომ ეს პლატფორმა და ეკლესიის წარმატებული მაგალითი უნდა გამოვიყენოთ პოლიტიკაშიც. ჯერჯერობით, საქართველოში შავი ზღვის ქვეყნების ასამბლეების გარდა, სხვა არ ჩატარებულა, შესაბამისად, ეს მეორე ასამბლეა იქნება, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები