დემირელის სკოლის მენეჯერის მეუღლე სახელმწიფო დაცვას ითხოვს

დემირელის სკოლის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე, თუბა ჩაბუქი სოციალური ქსელების საშუალებით განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს და სახელმწიფო დაცვას ითხოვს.
თუბა ჩაბუქის განცხადებით, ძირითადად, თურქეთიდან ემუქრებიან.
“სოციალური ქსელებით ხორციელდება მუქარა, ძირითადად თურქეთიდან. ისმის მოწოდებები, რომ ჩამოვლენ თბილისში ჯგუფები, გვიპოვიან და დაგვხვრეტენ. ადვოკატს მივმართე, რომ მეშინია და ის მიმართავს შესაბამის უწყებებს დაცვის გამოყოფის მოთხოვნით”, – განაცხადა თუბა ჩაბუქიმ.
ოჯახის ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის თქმით, ის სდსს-ს ოჯახისთვის დაცვის გამოყოფის თხოვნით დღეს მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები