თედო კობახიძე: ვიდრე ძიება არ დასრულდება, ხანძართან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებთ დანაშაულზე

“ხანძრის ლოკალიზება „ელიავას ბაზრობაზე“ სახანძრო სამსახურმა უმოკლეს დროში შეძლო”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ, თედო კობახიძემ განაცხადა.
თედო კობახიძე „ელიავას“ ბაზრობაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, საზოგადოებას წინასწარი კომენტარების გაკეთებისგან თავის შეკავებას ურჩევს. კობახიძე მომხდარს სამწუხარო ფაქტს უწოდებს და თვლის, რომ ძიებამ უნდა დაადგინოს, ეს შემთხვევითობა იყო თუ დანაშაული.
„დღეის მდგომარეობით, ნაჩქარევი განცხადებების გაკეთება მართებულად არ მიმაჩნია. ის, რაც მოხდა, ძიებამ უნდა დაადგინოს, შემთხვევითობა იყო თუ განზრახ გაჩენილი ხანძარი, თუმცა აღსანიშნავია, რომ სახანძრო-სამაშველო სამსახურებმა ხანძრის ლოკალიზება უმოკლეს დროში შეძლეს, რომ სხვა კერები არ გაჩენილიყო. საკრებულო რა კუთხით ჩაერთვება, ამას აჩვენებს მომავალი, რა თქმა უნდა, საკრებულოს დეპუტაცია ამ საკითხში იქნება ჩართული ყოველდღიურად“, – განაცხადა თედო კობახიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები