მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა

მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო გუბერნატორად ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
ლევან ზაუტაშვილი 2013-2017 წლებში„კასტელ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი იყო, მუშაობდა მსოფლიო ბანკის პროექტებში. დამთავრებული აქვს ინდიანაპოლისის შტატის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
მთავრობის განკარგულების შესაბამისად, მცხეთა-მთიანეთის ახალი გუბერნატორი მუშაობას ოფიციალურად დღეიდან შეუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები