უსაფრთხოების მიზნით, “ელიავას ბაზრობის” ტერიტორიას მეხანძრეები კვლავ აკონტროლებენ

სახანძრო ბრიგადები ელიავას ბაზრობაზე ამ წუთებშიც იმყოფებიან. მიუხედავად იმისა, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია, მეხანძრეები ტერიტორიას მაინც აკონტროლებენ.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს, სახანძრო ბრიგადები მთელი რამის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ წუხელ ხანძრის ჩაქრობის დროს მეხანძრე დაშავდა, სიმართლეს არ შეესაბამება. სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მეხანძრეს მუშაობისას თვალში ქაფი შეესხა. თუმცა, მას სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს. რის შედეგადაც მან მუშაობა გააგრძელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები