დიდუბის გამგებლის ინფორმაციით, “ელიავას ბაზრობაზე” 15-მდე მაღაზიაა დამწვარი

“ელიავას ბაზრობაზე”, იმ შენობაში, სადაც ხანძარი გაჩნდა, 15-მდე მაღაზიაა დამწვარი.
ამის შესახებ დიდუბის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ძირითადად დამწვარია საბურავები.
”ვიზუალურად რასაც შევხედე, სადამდეც შემიშვეს, დამწვარია 15 მაღაზიამდე. ძირითადად შუშებია ჩამტვრეული და წყალია ჩამოსული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება და ვიდრე საგამოძიებო მოქმედებები არ დასრულდება, დამწვარ ტერიტორიაზე შესვლა ვერ მოხერხდება”, – განაცხადა ზავრადაშვილმა.
ის “ელიავას ბაზრობის” დამწვარ ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები