გელაშვილი – ინფორმაცია, თითქოს მეხანძრეებს წყალი და ქაფი არ ჰქონდათ, სიმართლეს არ შეესაბამება

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მეხანძრეებს რომლებიც ელიავას ბაზრობაზე ცეცხლს აქრობდნენ წყალი და ქაფი არ ჰქონდათ, სიმართლეს არ შეესაბამება. მავანთა მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადებები არის დილეტანტიზმი, – ამის შესახებ შსს-ს სახანძრო-სამაშველო სამმართველოს უფროსმა დავით გელაშვილმა განაცხადა.

 “ხანძრის შესახებ შეტყობინების შესვლიდან ხუთ წუთში ადგილზე ორი სახანძრო გამოცხადდა. მას შემდეგ კი, რაც უსაფრთხოების მაღალი დონე გამოცხადდა, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე 30-მდე სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული.მუშაობდა 30-მდე სახანძრო. გამოყენებული იყო ათეულობით წყლის ლულა. არცერთი ლულა იმ მიზეზით, რომ წყალი არ ჰქონდა, არ გაჩერებულა.ამ მომენტისთვის  ხანძარი ფაქტობრივად ლიკვიდირებულია. მიმდინარეობს მონაკვეთების დათვალიერება.
112-ში ხანძრის შესახებ შეტყობინება 21:16 საათზე შემოვიდა, პირველ ხუთ წუთში 2 სახანძრო იყო ადგილზე მობილიზებული. მას შემდეგ რაც უსაფრთხოების მაღალი დონე გამოცხადდა, ადგილზე მივიდა 30-მდე სახანძრო. დაახლოებით 2000 კვმ ფართია დამწვარი. ხანძრის მიზეზს და ზარალის ოდენობას ჯერ ვერ გეტყვით“,- განაცხადა დავით გელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები