ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო

ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის ფაქტზე შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველომ გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, 2500 კვ/მ-მდე გავრცელებული ხანძრის ჩასაქრობად 30-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 150-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.
ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია,  ამჟამად მიმდინარეობს მისი სალიკვიდაციო სამუშაოები.
„გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტონაწილების რამდენიმე მაღაზია იწვოდა. შეტყობინების მიღებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ოპერატიულად გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. 2500 კვ/მ-მდე გავრცელებული ხანძრის ჩასაქრობად 30-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 150-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ხანძარი ლოკალიზებულია. ამჟამად მიმდინარეობს მისი სალიკვიდაციო სამუშაოები.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველომ სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო“, –აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები