“ელიავას ბაზრობაზე” გაჩენილი ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ე.წ. ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ვიცე მერმა ლაშა აბაშიძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, დაშავებულები ბაზრობის ტერიტორიაზე მოვაჭრეები არიან.
“დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის”, – განაცხადა აბაშიძემ.
ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი დღეს საღამოს გაჩნდა. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, თუმცა კერები მაინც არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები