მეხანძრეებს წყლის მარაგი კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ცისტერნით მიუტანეს

მეხანძრეებს წყლის მარაგი კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ცისტერნით მიუტანეს.
როგორც ადგილზე მეხანძრეები აცხადებენ, ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ცალკეული კერების დამუშავებას მეხანძრე-მაშველები განაგრძობენ.
როგორც თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ განაცხადა, ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
მისი თქმით, ერთი პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო დანარჩენებს სამედიცინო დახმარება ადგილზე ჩაუტარდათ.
ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად 2300–2500 კვადრატული მეტრია დამწვარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები