ლაშა აბაშიძე – ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი ნაადრევია

თბილისის ვიცე-მერის, ლაშა აბაშიძის განცხადებით, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. “შიდა ტერიტორიაზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები, რათა შიგნით არსებული ცეცხლის კერები აღმოიფხვრას. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი”, – განუცხადა ჟურნალისტებს ლაშა აბაშიძემ.
ამასთან, როგორც ქალაქის ვიცე-მერმა აღნიშნა, ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი ნაადრევია და ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები