ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის ძირითადი კერა ლოკალიზებულია

ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ძირითადი კერა ლოკალიზებულია.
როგორც თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ განაცხადა, ასევე ლოკალიზებულია ტერიტორიაზე გაჩენილი ცეცხლის ცალკეული კერებიც. “ვიმედოვნებთ, ხანძრის ახალი კერები არ გაჩნდება. ასეთი მასშტაბის ხანძარი გამოიწვია იმან, რომ ცეცხლი იქ გაჩნდა, სადაც საბურავები და ავტონაწილები ინახებოდა.
ძირითადი კერა ამ ეტაპზე ლოკალიზებულია და საშიშროებას არ წარმოადგენს”, – აცხადებს ლაშა აბაშიძე.
ელიავას ბაზრობიდან ცეცხლის საცხოვრებელ სახლებზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ ელიავას ბაზრობაზე ცეცხლი სამსართულიან შენობას გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ამ დროის მონაცემებით. მომხდარის შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები