ამ დროისთვის დაშავებულია ერთი მოქალაქე, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი

ელიავას ბაზრობიდან ცეცხლის საცხოვრებელ სახლებზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ამის შესახებ დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა განაცხადა.
ამ ეტაპზე ელიავას ბაზრობაზე ცეცხლი დაახლოებით 1000 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული.
ადგილზე 20 სახანძრო ბრიგადა მუშაობს.
ელიავას ბაზრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ინფორმაციით, ავტონაწილების მაღაზიები იწვის.
ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები