ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს 130-მდე მეხანძრე-მაშველი ებრძვის
ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტონაწილების მაღაზიაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 100-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული.
ადგილზე მობილიზებული სახანძო–სამაშველო ბრიგადების რაოდენობა 20-მდე გაიზარდა.
ცეცხლი დაახლოებით 600 კვ.მ-ზეა მოდებული. ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 1000 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული.