ელიავას ბაზრობაზე ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება
ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტონაწილების მაღაზიაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ცეცხლი დაახლოებით 600 კვადრატულ მეტრ ფართობს უკიდია.
ადგილზე 17 –მდე სახანძრო და სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
მეხანძრეების განცხადებით, არსებობს ცეცხლის სხვა ობიექტებზე გავრცელების საშიშროება.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.