კახა კალაძე: საჭეს მინისტრობის დროსაც თავად ვმართავდი

კახა კალაძის თქმით, ავტომობილის საჭესთან მინისტრობის პერიოდშიც უნახავთ, “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ სპორტული ადამიანია და ცხოვრების ასეთი წესიდან გამომდინარე, ავტომობილსაც ხშირად თავად მართავს. ამიტომ, ეს წინასაარჩევნო კამპანიად არ შეიძლება ჩაეთვალოს.
მმართველი გუნდის კანდიდატი პირობას დებს, რომ ყველა წინასაარჩევნო დაპირებას აუცილებლად შეასრულებს.
“შეიძლება ოქროს ვარსკვლავები ვერ დავკიდო, მაგრამ რასაც ამომრჩევლს დავპირდები, ყველაფერს შევასრულებ. ასე მიცხოვრია და ასე ვაპირებ ცხოვრების გაგრძელებას”, – განაცხადა კალაძემ “იმედის კვირაში”.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები