ირაკლი კობახიძე აშშ-ს კონგრესის წამყვან მრჩევლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წამყვანი მრჩევლების დელეგაცია მიიღო.
როგორც „კვირას“ პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე რეგიონულ უსაფრთხოებაზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრეს.
სტუმრები, საკონსტიტუციო რეფორმითა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობით დაინტერესდნენ. საუბარი, შეეხო ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში პარლამენტის როლს და მის კიდევ უფრო გაძლიერებას.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს უმთავრეს პრიორიტეტს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია წარმოადგენს, რაც მისივე თქმით, პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებთან.
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მრჩევლების ვიზიტის მიზანი რეგიონული უსაფრთხოების საკითხებისა და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების გაცნობაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები