ირაკლი კობახიძე სტრასბურგს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციის წევრებთან ერთად, ევროკავშირი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის დაარსებისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრება.
როგორც ,,კვირას“ პარლამენტიდან აცნობეს, დაგეგმილია შეხვედრა ევროპარლამენტის სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფისა და  ევროპის სახალხო პარტიის წევრებთან, ასევე, ევროპარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის საბჭოსთან და ევრონესტის წარმომადგენლებთან.
ირაკლი კობახიძე ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმას გააცნობს.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: თამარ ხულორდავა, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ენზელ მკოიანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომან გოცირიძე, გიორგი კანდელაკი, გიორგი მოსიძე და გიორგი ლომია შედიან.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები