გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო ცენტრებთან მისასვლელი მარშრუტების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო ცენტრებთან მისასვლელი მარშრუტების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
„საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოყოფილი იქნება დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სტანდარტული სამგზავრო საფასურით. მეტრო ,,ახმეტელიდან” მუხიანის დასახლების მიმართულებით №175 სკოლამდე, ასევე გლდანის მიმართულებით №177, №173 და №39 სკოლებამდე; მეტრო ,,ვარკეთილიდან” №117 სკოლამდე; მეტრო ,,სამგორის” ზედა ამოსასვლელიდან №103 საჯარო სკოლამდე. ტრანსპორტზე მითითებული იქნება დაწესებულების სახელწოდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://naec.ge/#/ge/post/1640
ხვალ, 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები