შსს-ს თანამშრომლები პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ

შსს-ს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფისა და ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლებმა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
როგორც ,,კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოში ადამიანის უფლებათა გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელმა და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატის თანამშრომლებმა შეხვედრაზე პრეზენტაციები წარადგინეს.
მონაწილეებმა დაწვრილებით განიხილეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონის მოქმედების სფერო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობა, მისი დამუშავების პრინციპები და საფუძვლები, ფაილური სისტემის ცნება, კატალოგების წარმოება. იმსჯელეს პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე, პოლიციის მიერ საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში ინფორმაციის მოგროვების თავისებურებებზე.
შეხვედრა ევროკავშირისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით, შსს-ს პოლიციის აკადემიასთან და საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან თანამშრომლობით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები