კალა კალაძე – ჩვენი გუნდისთვის ყოველთვის მთავარი ღირებულება იყო და არის ადამიანი

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, სახელისუფლებო გუნდისთვის მთავარ ღირებულებას წარმოადგენს ადამიანი – მთელი თავისი პრობლემებით, განცდებით და მომავლის იმედით.

ამის შესახებ კახა კალაძემ მთაწმინდის პარკში განაცხადა, სადაც ის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს.

“2012 წელს, როცა რეჟიმმა ქვეყანა ჩიხში შეიყვანა და მხოლოდძალადობა, უკანონობა სუფევდა ირგვლივ ჩვენმა ერთობამ დაგუნდურობამ მოიტნა გამარჯვება! 2015 წელს თბილისის დამანგრეველი სტიქია ჩვენმა ერთობამ გადაგვატანინა, ერთად მოვიშუშეთ ტრაგედიით მიყენებულიჭრილობები! და ახლაც, 2017 წელს ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ – ჩვენ ვიბრძოლებთ თბილისის გამარჯვებისთვის! ჩვენი გუნდისთვის ყოველთვის მთავარი ღირებულება იყო და არის ადამიანი – მთელი თავისი პრობლემებით, განცდებით და მომავლის იმედით -გამარჯვების სურვილით!“ – განაცხადა კახა კალაძემ.

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე დღეს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე ერთხმად აირჩიეს თბილისის მერობის კანდიდატად.

თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები