კახა კალაძე – ვიღებთ ვალდებულებას, ვიმუშაოთ პერსონალურად თითოეული ​თბილისელისთვის

“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძე დედაქალაქის მცხოვრებლებს იმ პროექტების და მიზნების გაცნობას შეჰპირდა, რომლის განხორციელებასაც მომავალში გეგმავს და მათ წინაშე გარკვეული ვალდებულებაც აიღო.

“ძალიან მალე თითოეულ თბილისელს დეტალურად გაგაცნობთ იმ პროექტებს და მიზნებს, რის განხორციელებასაც ვგეგმავთ მომავალში, რომლებიც მთლიანად თქვენს მოთხოვნებზე, სურვილებზე თუ საჭიროებებზე არის ​ორიენტირებული დამორგებული. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას: ვიმუშაოთ, როგორც მთლიანად ქალაქისთვის, ისე კონკრეტულად ​ყველა ​უბნისთვის და პერსონალურად თითოეული ​თბილისელისთვის. ჩვენი ვალდებულებაა რომ ყველა – ასაკის და სქესის, იდენტობის, შესაძლებლობების, ეროვნების თუ სარწმუნოების მიუხედავად, თავს გრძნობდეს ამ დიდი ტრადიციების მქონე ქალაქის ორგანულ ნაწილად.

ჩემი მიზანი და ვალდებულებაა, თბილისი ავაშენოთ ისე, რომ ქალაქის წარსული, აწმყო და მომავალი, ტრადიციები და სიახლეები ჰარმონიულად ერწყმოდეს ერთმანეთს. თბილისი ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობების ქალაქია, ჩვენი გამარჯვება ეკუთვნით მათ!“ – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე დღეს “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს სხდომაზე ერთხმად აირჩიეს თბილისის მერობის კანდიდატად.

თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები