კახა კალაძე: თბილისი მომავალი თაობების ქალაქია და გამარჯვება მათ ეკუთვნით

“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქი ჩვენი შვილების, მომავალი თაობების ქალაქია და გამარჯვება ეკუთვნით მათ, – ამის შესახებ კალაძემ მთაწმინდის პარკში განაცხადა, სადაც ის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს.

“ჩვენი ვალდებულება არის, რომ ყველა ადამიანი ასაკის და სქესის, იდენტობის, შესაძლებლობების, ეროვნების თუ სარწმუნოების მიუხედავად, თავს გრძნობდეს ამ დიდი ტრადიციების მქონე ქალაქის ორგანულ ნაწილად. ჩვენთან ტოლერანტობა ყოველთვის იყო აყვანილი სახელმწიფო პოლიტიკის ხარისხში და საქართველო ისტორიულად გამოირჩეოდა ამ უნიკალურობით. ჩემი მიზანი და ვალდებულებაა, თბილისი ავაშენოთ ისე, რომ ქალაქის წარსული, აწმყო და მომავალი, ტრადიციები დასიახლეები ჰარმონიულად ერწყმოდეს ერთმანეთს. თბილისი ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობების ქალაქია, ჩვენი გამარჯვება ეკუთვნით მათ”, – აღნიშნა კალაძემ.

კახა კალაძე დღეს “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს სხდომაზე ერთხმად აირჩიეს თბილისის მერობის კანდიდატად.

თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები