კახა კალაძე: მოდით, ერთად მოვიპოვოთ ეს გამარჯვება!

“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ  დედაქალაქის მცხოვრებლებს მოუწოდა აქტიურად ჩაებან ქალაქის ცხოვრების, სტილის, იერსახის, დაგეგმარების პროცესში.

ამის შესახებ კალაძემ მთაწმინდის პარკში განაცხადა, სადაც ის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს.

“ჩემი მიზანი და ვალდებულებაა, თბილისი ავაშენოთ ისე, რომ ქალაქის წარსული, აწმყო და მომავალი, ტრადიციები და სიახლეები ჰარმონიულად ერწყმოდეს ერთმანეთს. თბილისი ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობების ქალაქია, ჩვენი გამარჯვება ეკუთვნით მათ! მოწესრიგებული სოციალური ფონი და ეკოლოგია, ავტომობილების მოძრაობა, პარკინგი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზაცია – ჩვენი გამარჯვება იქნება!!! ქაოტური მშენებლობების დარეგულირება, ძველი თბილისის რეაბილიტაცია – კონსერვაცია, მშნებელობის ხარისხის და უსაფრთხოების დაცვის სავალდებულო და აუცილებელი მოთხოვნა – ჩვენი გამარჯვება იქნება!!! თბილისს თავისი უნიკალური იერსახე, საუკუნოვანი ხიბლი დაუბრუნდება! მოგმარვათ ამ ქალაქის ყველა მცხოვრებს – მოდით ერთად მოვიპოვოთ ეს გამარჯვება! განსაკუთრებით მოგიწოდებთ ახალგაზრდებს – მე თქვენი ძალა დავინახე 13 ივნისს სტიქიის შემდგომ დღეებში. მე თქვენს ძალას ვხედავ თბილისურ ყოველდღიურობაში, იქნება ეს სხვა და სხვა აქტივობები, თუ უბრალოდ გართობა და დასვენება. აქტიურად ჩაებით ჩვენი დედაქალაქის ცხოვრების, სტილის, იერსახის, დაგეგმარების პროცესში. ეს რთულია, თუმცა, საინტერესოა, ზუსტად ახალგაზრდების ჟინის და აზარტის შესაფერისი საქმეა”, – აღნიშნა კალაძემ.

კახა კალაძე დღეს “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს სხდომაზე ერთხმად აირჩიეს თბილისის მერობის კანდიდატად.

თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები