გიორგი კვირიკაშვილმა ”ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარტია ”ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე ოფიციალურად წარადგინა.
წარდგენა მთაწმინდის პარკში რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
“ოფიციალურად მინდა, წარმოგიდგინოთ ჩვენი პარტიის, „ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობის“, წევრი, კანდიდატი თბილისის მერის პოსტზე კახი კალაძე… კახი კალაძე აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვნად დაატყობს ხელს თითოეული თბილისელის ცხოვრებას,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
”ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის წარდგენამდე პარტიის ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება.